Haqqımızda Reklam
08 
Mar
2019
12:06
0
0
328

პიკაპები, რომელიც შავი არ უნდა იყოს, მთავრობას შესაძლოა, „ჯი-თი მოტორს-მა“ მიაწოდოს

180 პიკაპი, რომელიც შავი არ უნდა იყოს, მთავრობას შესაძლოა, „ჯი-თი მოტორს-მა“ მიაწოდოს. სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 1-ელ მარტს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „„ჯი-თი მოტორს-მა“ წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 11 301 300 ლარს შეადგენს. ტენდერი დაფარული მონაცემებით არის გამოცხადებული, შესაბამისად, ტენდერში მხოლოდ ყველაზე დაბალფასიანი მონაწილე ჩანს და ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში. 180 პიკაპი, რომელიც შავი არ უნდა იყოს, მთავრობას შესაძლოა, „ჯი-თი მოტორს-მა“ მიაწოდოს. სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 1-ელ მარტს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „„ჯი-თი მოტორს-მა“ წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 11 301 300 ლარს შეადგენს. ტენდერი დაფარული მონაცემებით არის გამოცხადებული, შესაბამისად, ტენდერში მხოლოდ ყველაზე დაბალფასიანი მონაწილე ჩანს და ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში. შეგახსენებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს: ახალი (ექპლუატაციაში არმყოფი); განბაჟებული; ქარხნული წარმოების (ავტომობილზე არ უნდა იყოს განხორციელებული არაქარხნული ცვლილება (შეკეთება/აღდგენა, გადაკეთება, ნაწილის გამოცვლა და ა.შ.); მარცხენასაჭიანი 2018-2019 წელს ნაწარმოები და მათი გარბენი უნდა იყოს არაუმეტეს 200 კმ. ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 12 195 000 ლარია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები