Haqqımızda Reklam
24 
Fev
2020
10:37
2
0
185

მარნეულს NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი (ფოტო)

მარნეულის მუნიციპალიტეტს, დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტი, დერეკ მიტჩელი ესტუმრა. 24News.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრა მერიაში შედგა, რომელსაც, მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, თანამშრომლები და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტისა და NDI-ის მიერ, ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებულ, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს, მის ეტაპებსა და დასკვნით შედეგებს. შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივად არსებულ პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები