Haqqımızda Reklam
22 
Fev
2020
14:42
0
0
357

“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდულმა გუნდმა მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი გამართა

ევროპული საქართველოს” ახალგაზრდულმა გუნდმა მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი გამართა. ლოზუნგით "ნუ დაემსგავსები ბიძინა ივანიშვილს და ბრეჟნევს - იყავი თავისუფალი", - ახალგაზრდული გუნდის წევრებმა მეტროსთან 4 აპრილს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოსაწვევები დაურიგეს. „დღევანდელი აქცია-პერფორმანსი ემსახურება იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტპატიმრებს. დღევანდელი საქართველოს რეალობა ძალიან ჰგავს საბჭოთა პერიოდის რეალობას. ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა საბჭოთა პერიოდს. საქართველოში სასამართლოც აღარ არსებობს, სასამართლო დაემსგავსა ჩეკას, პოლიტიკური პირების სადამსჯელო ორგანიზაციას. ჩვენ გვაქვს ბანერი, რომელზეც გამოსახულია ორი ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერი - ბრეჟნევი და ივანიშვილი და ამ აქცია-პერფორმანსით მოვუწოდებთ ხალხს, რომ 4 აპრილს 4 საათზე გამოვიდნენ აქციაზე”, - განაცხადა ახალგაზრდული გუნდის წევრმა ცოტნე ვადაჭკორიამ. ცნობისთვის, 4 აპრილს ოპოზიციური პარტიები თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები