Haqqımızda Reklam
23 
Yan
2020
17:00
0
0
168

ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ქალაქ ჰუანგანშიც აწესებს

ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ქალაქ ჰუანგანშიც აწესებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უხანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ჰუანგანგი ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო იზოლირებულია. ​გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. ასევე დაიხურება ქალაქში ყველა თეატრი, რესტორანი და კულტურის ცენტრი. ქალაქი ჰუანგანი უხანიდან 80 კილომტერის მოშორებით მდებარეობს. ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეუზღუდა. მედიის ცნობით, 23 იანვრის დილიდან ქალაქში მუშაობა შეაჩერა აეროპორტმა, რკინიგზამ და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები