Haqqımızda Reklam
23 
Yan
2020
16:00
0
0
137

რომან გოცირიძე - მერამდენე სულელური განცხადებების კომენტირება გვიწევს - თურმე კონგრესმენები შეცდომაში შეჰყავთ

თურმე კონგრესმენები შეცდომაში შეჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ ან ამერიკაში საქართველოს საელჩოში არიან უქნარები და ვერ აწვდიან სწორ ინფორმაციას, ან ამერიკის საელჩო და ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც აქ მუშაობენ, არაპროფესიონალები არიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრები წერილზე ასეთი გამოხმაურებებით შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს საელჩოს აშშ-ში და ასევე, ამერიკულ ორგანიზაციებს. „მერამდენე სულელური განცხადებების კომენტირება გვიწევს. თურმე კონგრესმენები შეცდომაში შეჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ ან ამერიკაში საქართველოს საელჩოში არიან უსაქმურები, უქნარები და ვერ აწვდიან სწორ ინფორმაციას, ან ამერიკის საელჩო და ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც აქ მუშაობენ, თურმე არაპროფესიონალები არიან და ვერ ხედავენ აქ არსებულ ვითარებას. შეურაცხყოფას აყენებენ ჯერ საკუთარ მთავრობას და საელჩოს, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყარო უნდა იყოს და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. კონგრესმენების წერილის მეორე, არანაკლებ სულელური ინტერპრეტაცია არის, რომ კონგრესმენები ავრცელებენ ამ განცხადებას და არა მთავრობაო. თურმე ამერიკაში ხელისუფლებას მხოლოდ ერთი შტო ჰყოლია. როგორც „ქართულ იცნებას" აქ ივანიშვილი ჰგონია მთავარი, ასევე მარტო მთავრობა ჰგონია ამერიკაში მთავარი. კონგრესი პოლიტიკური პროცესების წარმმართველია. ნუ ავიწყდებათ, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ამ ერთი კვირის წინ ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა და ასევე მკაცრი განცხადება იყო სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემას, კორუფციას და სასამართლო სისტემაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს," - განაცხადა გოცირიძემ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები