Haqqımızda Reklam
23 
Yan
2020
15:40
0
0
111

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, სტევო პენდაროვსკისთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხზე იმსჯელეს. მათვე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდა. „საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას რუსული მცოცავი ოკუპაციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ჩრდილოეთ მაკედონიის მხარემ საქართველოს საელჩოს გახსნისა და ელჩის დანიშვნის სურვილი გამოითქვა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მასთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა. როგორც დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აღნიშნა, პატრიარქი კლინიკაში გეგმური გამოკვლევების ფარგლებში იმყოფებოდა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები