Haqqımızda Reklam
23 
Yan
2020
15:00
0
0
127

მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა გერმანიას და საფრანგეთს ამის ეშინიათ, -ამის შესახებ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა. „თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის უკმაყოფილება“,-განაცხადა ჩავლუშოღლუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ანკარა მოსკოვთან ყირიმის საკითხზეც ვერ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები