Haqqımızda Reklam
23 
Yan
2020
14:31
0
0
122

მედიის ცნობით, ერევანში, ერთ-ერთ სასტუმროში, შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

ერევანში, ერთ-ერთ სასტუმროში სროლა იყო. სომხური მედიის ცნობით, ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სასტუმრო „ერებუნი პლაზაში“ მძევლები აიყვანა. Yerevan Today-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც ცნობილია, შენობაში, რომელიც სამართალდამცველების ალყაშია, ბევრი ადამიანი იმყოფება.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები