Haqqımızda Reklam
15 
Fev
2019
21:53
1
0
346

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, სახდელისაგან გათავისუფლდებიან

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან. მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები