Haqqımızda Reklam
15 
Fev
2019
21:51
1
0
152

16-19 თებერვალს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

16-19 თებერვალს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. მათი ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები