Haqqımızda Reklam
15 
Fev
2019
14:44
1
0
312

ილია მეორე - ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს

ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ ისაუბრა. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ადგილი გაიხსენა, თუ როგორ მიეგება მართალი სვიმეონი ყრმა იესოს. „ეს ის დღეა, როცა მართალმა სვიმეონმა თქვა „აწ განუტევე მონა შენი სიტყვისაებრ შენისა“, ეს სიტყვები „აწ განუტევე მონა შენი“ უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი მომზადებული უნდა იყოს მომავალი ცხოვრებისათვის. ადამიანი უნდა ემზადებოდეს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორეულებს, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი იმათ ადგილზე. ეს მეტად რთული პროცესია. განშორება მიწიერი ცხოვრებიდან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ და მშვიდობით წავიდეთ. მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა სასუფეველში“, - განაცხადა პატრიარქმა. მისივე თქმით, ღმერთი მოწყალეა, ჟამი ახლოს არის და ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოემზადოს. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისთვის, გარდაცვალებისთვის. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი გარდაცვალება“, - ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ტაძარში სპეციალურად მომზადებული სუფრა აკურთხა პურითა და ტკბილეულით, რომელიც შემდეგ მრევლს გაუნაწილა. interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები