Haqqımızda Reklam
10 
Fev
2019
19:40
0
0
299

ადამიანის უფლებათა კომიტეტი კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღების თაობაზე ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 11 თებერვლის სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს. საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “შრომის კოდექსი“, “საჯარო სამსახურის შესახებ“, “მაუწყებლობის შესახებ“, “საერთაშორისო დაცვის შესახებ“, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და “პაციენტის უფლებების შესახებ“. აღნიშნულ კანონებში შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ხდება არსებული ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღება. interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები