Haqqımızda Reklam
10 
Fev
2019
19:37
0
0
460

სალომე ზურაბიშვილი - კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს

კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ შენობის მოწყობისათვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა წყალტუბოს აღორძინებისთვის რომ დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა. ამ შენობის მოწყობისთვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს რომ წყალტუბოს აღორძინებისთვის დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგანაც შენობა არსებობს და კარგად ვიცნობ შიგნიდან, კარგი იქნება, რომ აქ საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი მოეწყოს, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ქუთაისისა და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, წყალტუბო გამორჩეული კურორტია და მისი მსგავსი ევროპაში არ არის, გამორჩეულია თავისი ბაღებითა და არქიტექტურით. interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები