Haqqımızda Reklam
11 
Dek
2019
00:13
2
0
194

ერდოღანი - თუ ნობელის პრიზს გადმომცემენ მშვიდობის დარგში, მე მასზე უარს ვიტყვი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მას რომ გადასცენ ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში, არ აიღებს. თურქეთის პრეზიდენტის გაღიზიანება ნობელის პრემიის ლიტერატურის დარგში, პეტერ ჰენდკისთვის გადაცემამ გამოიწვია. პიტერ ჰენდკი ავსტრიელი მწერალია, რომელსაც სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. „მისცე ნობელის პრიზი რასისტს და მკვლელს, რომელიც არ აღიარებს ბოსნიაში გენოციდს და იცავს ომის კრიმინალებს ნიშნავს იმას, რომ აჯილდოებ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას“,-განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თუ ოდესმე ნობელის პრემიაზე წარადგენენ, ის მის მიღებაზე უარს იტყვის. წყარო: "ინტერპრესნიუსი"

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები