Haqqımızda Reklam
11 
Dek
2019
23:48
2
0
202

გიორგი მარგველაშვილი - გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს

ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ჯანყი ერთი კასტინგის პროცესია. „ჩვენ ვნახეთ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ფაქტობრივად საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია და მერე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავსხდებით ტელეეკრანებთან და ვუყურებთ ერთი მხრივ, ოპოზიციაც და მეორე მხრივ, ხელისუფლებაც როგორ ადიდებენ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილ ლიდერს, ხოლო შემდეგ უკვე სრულიად ერის ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს. მისთვის მისაღები ოპოზიცია რომ ჩამოყალიბდება, ხომ ავა უფრო ზევით და ყველაფერი მისი იქნება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ჩვენ ყველანი დავაკვირდებით, ისინი როგორ ადიდებენ ივანიშვილს და ლანძღავენ ერთმანეთს. წყარო: "ინტერპრესნიუსი"

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები