Haqqımızda Reklam
09 
Dek
2019
16:38
1
0
164

„ევროპაბეთი“ უარს ამბობს გარე რეკლამაზე, სატელევიზიო, რადიო და ონლაინ რეკლამებზე კი შეზღუდვებს აწესებს

„ევროპაბეთი“ უარს ამბობს გარე რეკლამაზე, ტელევიზიაში, რადიოსა და ონლაინ რეკლამებზე კი შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. 2019 წლიდან ევროპაბეთი, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ: - კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში - ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ: • პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა • სპორტის განვითარება • ონლაინ მედიის განვითარება • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები