Haqqımızda Reklam
17 
Yan
2019
08:05
0
1
1361

ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ. ექიმის განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია, - ნათქვამია განცხადებაში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები