Haqqımızda Reklam
01 
Okt
2019
13:12
1
0
154

გიგა ბოკერია - გრიგოლ ვაშაძე ეკონომიკაში საერთოდ გაგნებაში არ არის, პოლიტიკური ლიდერი არ არის

სრულიად უსინდისო და აბსურდულია ბრალდება, რომ ბაქრაძე არ უნდა დაეყენებინათ კანდიდატად - მაშინ პირველ ტურში მოიგებდა ზურაბიშვილი, მინიმუმ მეტ ხმას აიღებდა,-ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა. „ეგ არის აბსურდი, ლოგიკა ხომ უნდა იყოს. პირიქით არის, როცა ბაქრაძე აღარ იყო მეორე ტურში , მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირეთ, მაშინ 800 ათასი ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ. როგორ აიღებდა მეტ ხმას ვაშაძე? პირველ ტურში, როდესაც დავთ ბაქრაძე დავაყენეთ, ჯამში მეტი ხმა ავიღეთ, ხომ მიხვდით? სააკაშვილი ვერ მიხვდა. მაყურებელიც მიხვდება, რომ აბსურდულია, პირიქით არის ყველაფერი“,-განაცხადა ბოკერიამ. მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა ამომრჩეველმა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, თუმცა სხვა პარტიებმა არა. „პირველ და მეორე ტურს შორის განსხვავება არის არგუმენტი იმის, რომ კარგი იყო ბევრი კანდიდატის არსებობა, ცუდი კი -არა“,-აცხადებს ბოკერია. ამასთან, გიგა ბოკერიმ იმ ადამიანებსაც უპასუხა, რომლებიც თვლიდნენ, რომ „ევროპულ საქართველოს“ მხარი არ უნდა დაეჭირა გრიგოლ ვაშაძისთვის. ბოკერიას აზრით, დღევანდელმა ვითარებამაც აჩვენა, რომ ვაშაძის მხარდაჭერა ღირდა. „ვაშაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა ძალიან არ მომწონს. ცხოვრება პოლიტიკოსის და ადამიანის რთული არჩევანებისგან შედგება. სალომე ზურაბიშვილი ისეთი კატასტროფაა, რომ ვაშაძის მხარდაჭერაც კი ღირდა“,-განაცხადა ბოკერიამ. წამყვანის კითხვაზე, რატომ არ მოწონს მას გრიგოლ ვაშაძე, ბოკერიამ განმარტა, რომ მას არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც საბჭოთა წარსულით ამაყობენ. გიგა ბოკერიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკური ლიდერი არ არის და ეკონომიკაშიც „გაგნებაში არ არის“. „ვერ გავიგე მისი ხედვა ვერაფერზე. სოციალ-დემოკრატი ვარ, გერმანელიო, ასე იძახის, მე გერმანელი-სოციალ დემოკრატების ხედვას არ ვიზიარებ. როცა არჩევანი იყო სალომე ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, მართლები ვიყავით, როცა ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი ისეთი კატასტროფაა, ვაშაძეც კი ჯობია. სალომე ზურაბიშვილი როგორი პრეზიდენტია შეიძლება ვერ გაგვეგო, მაგრამ ახლა ამის ფუფუნება გვაქვს, ვნახეთ რა არის. ახლა ისინიც კი, ვისაც ვესაუბრები, ჩემ მეგორებს შორის მიხვდნენ, რომ მართლები ვიყავით. ვაშაძე ცუდია, ადამიანი პედოფილებს ეძახის თუ ვინმეს რაღაცა სხვა აზრი აქვს მსუბუქ ნარკოტიკებზე, არის არათანამიმდევრული, ხან ერთს იძახის, ხან - მეორეს. ეკონომიკაში საერთოდ გაგნებაში არ არის, პოლიტიკური ლიდერი არ არის საერთოდ, თითს იშვერს სხვისკენ და ამბობს 2017 წლამდე პარტიაში არ ვიყავიო. ამის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა მაინც სწორი იყო, რადგან ის უარესი იყო“,-აცხადებს ბოკერია. წყარო: interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები