Haqqımızda Reklam
24 
Iyn
2026
10:50
0
0
81

ვიცე-სპიკერმა ოპოზიციას მოუწოდა: „მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა“

ზოგიერთი ცენტრალური მედიასაშუალების მიერ ბოლო დღეებში მარნეულში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით გამართული გლოვის ცერემონიების ირანთან დაკავშირება და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების წაყენება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა მკაცრად გააკრიტიკა. 24News.ge იუწყება, რომ ვიცე-სპიკერს, რომელიც პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, გლოვის ცერემონიებთან დაკავშირებით ჰკითხეს: „რა ზომებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ამ პროცესებთან დაკავშირებით?“. პასუხში ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის შექმნას ცდილობს. "მე რამე შემატყვეთ სუსის? შეგიძლიათ მათ დაუსვათ კითხვა. არანაირ უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ბოლო, რაც ყველაზე მავნებლური გავლენები იყო ენჯეო სექტორში, ვფიქრობ, რომ ისიც გამჭვირვალობამ რაღაცნაირად დაარეგულირა და აღმოფხვრა. თქვენ გინდათ, რომ რაღაც დაპირისპირება თუ შღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ. ამიტომ, მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა და კონსპირაციებტან მიმართებით ნუ ეკონტაქტებით ჯო უილსონს. მინდა, რომ მშვიდად იყოთ, ტერორიზმთან მიმართებით სუსი ძალიან მაღალკვალიფიციურ და მაღაპროფესინალურ სამუშაობს ასრულებს" - ამბობს ნინო წილოსანი.

www.24news.ge

სხვა სიახლეები