Haqqımızda Reklam
17 
Iyn
2026
09:09
0
0
84

ქვეყნები, სადაც პომიდორი ყველაზე ძვირი და იაფი ღირს - როგორია ფასები საქართველოში

მსოფლიოში მარკეტებში 1 კგ პომიდვრის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი შვეიცარიაში, ყველაზე დაბალი კი ეგვიპტეშია - ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, კვლევის თანახმად, შვეიცარიაში 1 კგ პომიდვრის საშუალო ფასი მარკეტებში 5.29 აშშ დოლარს შეადგენს, ეგვიპტეში კი ღირებულება 0.39 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უფრო კონკრეტულად, 5 ქვეყანა, სადაც პომიდორი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 5.29 აშშ დოლარი; სამხრეთ კორეა - 5.19 აშშ დოლარი; ნორვეგია - 5.18 აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები - 4.93 აშშ დოლარი; ახალი ზელანდია - 4.90 აშშ დოლარი; იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც პომიდვრის ფასი ყველაზე დაბალია, ასეთია: ეგვიპტე - 0.39 აშშ დოლარი; ინდოეთი - 0.49 აშშ დოლარი; პაკისტანი - 0.52 აშშ დოლარი; ნეპალი - 0.56 აშშ დოლარი; ირანი - 0.56 აშშ დოლარი. რა ღირს 1 კგ პომიდორი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში? კვლევის თანახმად, საქართველოს სამეზობლოში 1 კგ პომიდვრის ფასი მარკეტებში ყველაზე ძვირი რუსეთშია და 3.51 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 99 ქვეყანას შორის რუსეთი 23-ე ადგილზეა. პომიდვრის ფასი მარკეტებში ყველაზე იაფი თურქეთშია და ფასი 1.37 აშშ დოლარს უტოლდება. ამ მაჩვენებლით თურქეთი რეიტინგში 75-ე ადგილზეა. პომიდვრის სიიაფით თურქეთს აზერბაიჯანი მოსდევს, სადაც Numbeo-ს თანახმად, 1 კგ. ბოსტნეულის ფასი 1.60 აშშ დოლარია. ამ მონაცემით აზერბაიჯანი მოცემულ რეიტინგში 68-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანს კილოგრამზე 1.95 აშშ დოლარითა და 58-ე ადგილით საქართველო მოჰყვება. კვლევის მიხედვით, საქართველოზე ძვირია პომიდორი სომხეთში (48-ე ადგილი) - აქ საშუალო ფასი მარკეტებში 2.32 აშშ დოლარს შეადგენს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები