Haqqımızda Reklam
10 
Iyn
2026
09:33
0
0
86

მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილი მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ, სოფელ დამია-გეურარხში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებთან აგროსექტორის განვითარების საკითხები განიხილეს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები