Haqqımızda Reklam
06 
Iyn
2026
13:00
0
0
57

გარდაბანში ექსკურსიაზე მიმავალი მოსწავლეების მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა — არიან დაღუპულები და დაშავებულები

ქვემო ქართლის რეგიონის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა გზის პირას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა ავტომობილის გაჩერების შემდეგ სხვა მიკროავტობუსის მძღოლთან საუბარი დაიწყო, რა დროსაც უკნიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მძღოლი ორ ავტომობილს შორის მოექცა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 68 წლის გარდაბნის მკვიდრია. შემთხვევის შედეგად რამდენიმე მოსწავლემ სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები