Haqqımızda Reklam
04 
Dek
2025
11:21
0
0
82

ქვემო ქართლის პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს. მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. პოლიციამ რ.ი. მარნეულში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

www.24news.ge

სხვა სიახლეები